სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი

აღიარებული სერთიფიკაცია. კანონმებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ტრენინგი. გამოცდილი და სერთიფიცირებული ინსტრუქტორები.

სახანძრო უსაფრთხოებაუსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭო წარმოგიდგენთ სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც აკადემიის ბაზაზე, ისე ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ესწავლებათ წვის თეორია; ხანძრის გავრცელების მეთოდი; ხანძრის სახეები; ცეცხლის ჩაქრობის მეთოდები; ხანძრის ჩამქრობის სხვადასხვა სახეები და ეძლევათ პრაქტიკული სავარჯიშოები „ა“ და „ბ“ კლასის ხანძრის ჩაქრობაზე.
კურსის წარმატებით გავლისა და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების შემდგომ მონაწილეები მიიღეებენ უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს სერთიფიკატს.
აკადემიის ტრენინგებით და კონსალტინგით უკვე შვიდი წელია წარმატებით სარგებლობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.

ტრენინგის ძირითადი საკითხები

- ინფორმაცია ხანძრის შესახებ
- საშიშროების ფაქტორები
- პასიური უსაფრთხოება ხანძრის დროს
- ხანძართან ბრძოლა
- ხანძრის კლასიფიკაცია
- ცეცხლის გავრცელება და მისი წყაროები
- ხანძარსაწნააღმდეგო სისტემები
- ცეცხლმაქრთა ტიპები და სახეობები
- ცეცხლის ჩაქრობის პროცედურა და მისი განხორციელების გეგმა
- ხანძარსაწინააღმდეგო სწავლება
- ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა
- სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველი
- ხანძრის დარეგულირების მენეჯმენტი
- ს.უ. ზედამხედველის ქმედებები ხანძრის შემთხვევაში
- კონტრაქტორები
- რეპორტირება
- ავტომატური მონტაჟის შემოწმება
- საკონტროლო ცხრილები
- ცეცხლმაქრთა შემოწმება
- სახანძრო პრაქტიკული სწავლება

ტრენინგის ფორმატი

  • ლოკაცია: აკადემიის ტრენინგ ბაზა ან შემკვეთი ორგანიზაციის სამუშაო სივრცე (შესაბამისი პირობების არსებობისას)
  • ტრენინგი ითვალისწინებს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდას

ტრენინგის საფასური და სხვა პირობები

  • კურსის საფასური: 2800 ლარი ერთი ჯგუფისათვის
  • ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 16
  • სერთიფიკატის ვალიდურობა: 2 წელი

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • ტრენინგის თარიღი: თანხმდება ინდივიდუალურად
  • ხანგრლიძვობა: 16 და 8 საათიანი ოფციები (ტრენინგ-კონფიგურაციის მიხედვით)
  • საათები: თანხმდება ინდივიდუალურად და შესაძლოა გადანაწილდეს რამოდენიმე დღეზე
ტრენინგს გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ინსტრუქტორები. სრული ბიოგრაფია აკადემიის ინსტრუქტორებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის შესაბამის სექციაში ან გამოითხოვოთ დამატებით ინფორმაციასთან ერთად რეგისტრაციის შემდეგ.
  • თქვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება
  • სახანძრო უსაფრთხოების რისკების შემცირება
  • თანამშრომელთა სერთიფიკაცია
  • სხვადასხვა უსაფრთხოების სტანდარტებთან თავსებადობა
  • ადგილობრივ კანონმდებლობასთან თავსებადობა
  • უფასო კონსულტაციები ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს ექსპერტებთან
  • საკითხავი მასალები თითოეული მონაწილესთვის
  • თანამშრომელთა "თიმ ბილდინგი" და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება
  • მნშივნელოვანი რეპუტაციული აქტივი
  • დაკლიკეთ გვერდის სათავეში მოცემულ ღილაკს "ტრენინგის შეკვეთა"
  • თქვენ გადამისამართდებით შესაბამის აპლიკაციაზე, რომელიც სრულად უნდა შეავსოთ
  • აპლიკაციის წარმატებით შევსების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას
  • აკადემიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან პირველივე შესაძლებლობისას და გაგაცნობენ დამატებით ინფორმაციას
  • თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გაცნობითი შეხვედრა ან წინასწარი კონსულტაცია ტრენინგის დასაგეგმად
  • შესაბამისი საორგანიზაციო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩაინიშნება თქვენი ტრენინგის თარიღი
  • თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ტრენინგის ლოკაცია, განრიგი, გრაფიკი და სხვა პირობები
  • რეგისტრაციის დროს კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტით: edu@globalcase.org-ზე