FAQ

ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი კითხვები

უსაფრთხოების ექპერტთა კავკასიის აკადემია არის ერთადერთი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელიც ამზადებს უსაფრთხოების სპეციალისტებს შემდეგი კომპეტენციით: ინფორმაციიული უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი, გლობალური უსაფრთხოება და სხვა. აკადემია დაფუძნებულია ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის (ISSAC) მიერ. სრული ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე მენიუდან აკადემია>ჩვენს შესახებ.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან ისეთ თემებზე, როგორიცაა ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება, დაზვერვა, ტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება. საგანმანათებლო პროგრამები საინტერესო და მრავალფეროვანია, იგი სრულად ერგება ქართულ რეალობას და ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს. კარიერული ზრდისთვის მონაწილეები ასევე ღებულობენ შესაბამის საკვალიფიკაციო დოკუმენტაციას. გამომდინარე სფეროს სპეციფიკიდან თითოეულ მონაწილეს ეძლევა ახალი პერსპექტივები პროფესიული "ნეთვორქინგისთის", რაც ძალზედ ეფექტურია ყოველდღიურ საქმიანობაში. სწავლების განმავლობაში მნიშნელოვანი დრო ეთმობა დისკუსიებსაც, რაც ახალი იდეების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ერთი სიტყვით აქ ყველა წინაპირობაა შექმნილი პროფესიული ზრდისა და სფეროს საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის.
აკადემიაში მოსახვედრად სტუდენტი აუცილებელია იყოს სრულწლოვანი, სხვა ასაკობრივი შეზღუდვა აკადემიას ამ მიმართულებით არ გააჩნია. მოთხოვნები თითოეული სასწავლო პროგრამისთვის ინდივიდუალურია. განსაკუთრებული მოთხოვნები კონკრეტულ უნარებსა და ცოდნაში ეხება მხოლოდ რამოდენიმე სპეციფიკურ პროგრამას და საკვალიფიკაციო ტრენინგებს. ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში მიღების პროცედურა მოითხოვს გასაუბრებას. გასაუბრების კრიტერიუმები და პრინციპები აკადემიის შიდა სამსახურებრივი ინფორმაციაა და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. თუ რომელიმე კურსი მოითხოვს ისეთ პარამეტრს, როგორიც არის უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერული ან სხვა დისციპლინის გარკვეულ დონეზე ფლობა, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის გვერდზე.
აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები რამოდენიმე კატეგორიად იყოფა: სადიპლომო კურსი; საკვალიფიკაციო ტრენინგები; სეზონური სკოლები და სხვადასხვა სემინარები. თითოეულ მათგანზე მიღება ცხადდება წინასწარ, ისე რომ დაინტერესებულ პირს საკმარისი დრო აქვს სრული ინფორმაციის მისაღებად. კურსზე მოხვედრის პირველი ეტაპი რეგისტრაციაა, რომელიც ხორციელდება სპეციალური დაცული გვერდიდან. მისი ბმული მითითებულია შესაბამისი განცხადების ტექსტში. რეგისტრაციის შემდეგ კი მიღების პროცედურები განსხვავდება ყველა კურსისთვის, თითოეული პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
აკადემიაში სწავლება მიმდინარეობს არა სამუშაო საათებში, შესაბამისად აკადემიის სტუდენტები რომელთა სამუშაო საათების განრიგი საქართველოს შრომის კოდექსის - კანონით დადგენილ ნორმებში ჯდება აკადემიის მხრიდან ხელის შემშლელი ფაქტორები არ ექნებათ. აკადემიის სასწავლო პროგრამების ძირითადი მომხმარებლები სწორედ დასაქმებული სპეციალისტები არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან. აქედან გამომდინარეობს აკადემიის სასწავლო ფორმატიც, რომელიც იმგვარად არის შემუშავებული, რომ თითოეულ მონაწილეს შეეძლოს სწავლის შეთავსება მის სამუშაო გრაფიკთან. ლექციები ძირითადად საღამოს საათებში (19:00-ის შემდეგ) იმართება. ამის გარდა, თითოეული ჯგუფისთვის ინდივიდუალურად ირჩევა გრაფიკიც.
გთხოვთ გაეცნოთ კარიერის გვერდს შესაბამისი ნავიგაციის მენიუდან. ინფორმაცია სტაჟირებაზე ასევე ქვეყნდება იმ კურსების გვერდზე, რომლებიც ითვალისწინებს სტაჟირების შეთავაზებას წარმატებული სტუდენტებისათვის.
აკადემია მრავალპფორილიანი ორგანიზაციაა და სწავლებასთან ერთად წარმოადგენს თანამშრომელთა მომზადების, კონსალტინგის, სტანდარტების დანერგვისა და სხვა სერვისებს უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვისაც.
აკადემიის სხვადასხვა კურსებზე მოქმედებს სხვადასხვაგვარი ასაკობრივი შეზღუდვები. კურსები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური დატვირთვას (მაგ. ორთაბრძოლა) შეზღუდულია ზედა ასაკობრივი ზღვარით. თითქმის ყველა კურსზე მოქმედებს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21. თუმცა არსებობს გამონაკლისი კურსები, რომლებიც უშუალოდ 21 წლამდე პირებისთვის არის წარმოდგენილი. სრული ინფორმაცია ასაკობრივ და მიღების სხვა კრიტერიუმებზე შეგიძლიათ იხილოთ სასურველი კურსის გვერდზე მენიუდან კურსები და ტრენინგები.

ადმინისტრაციული საკითხები

აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამას გააჩნია ინდივიდუალური მოთხოვნები. მათ შორის გადახდის პირობებიც. რიგ კურსებზე გადახდა ხორციელდება მხოლოდ ერთიანი შენატანის სახით, რომელიც დაფარული უნდა იყოს სწავლის დაწყებამდე. თუმცა ზოგიერთ კურსზე, რომელიც მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა მოქმედებს ყოველვთიური გადახდის პრინციპი, ანუ თანხა ნაწილდება პროპორციულად სხვადასხვა მოდულის მიმდინარეობისა. აკადემიის ყველა სასწავლო პროგრამაზე მიუხედავად ფასის გადანაწილების ოფციისა ან გადახდის პირობებისა, ერთიანად მოქმედებს საბანკო განვადება. აღნიშნული პროცედურა მარტივია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს საბანკო განვადება 3 თვიდან 2 წლამდე ნებისმიერი ვადით. ასეთ შემთხვევაში ფინანსურ პირობებს განსაზღვრვავს შესაბამისი პარტნიორი ბანკი.
შესაბამის სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის შემდგომ, როდესაც აპლიკანტთან გაფორმდება ხელშეკრულება, იგი აფიქსირებს თუ რა ფორმით სურს გადახდის განხორციელება. თუ აპლიკანს სურს მიიღოს განვადება აკადემიის ადმინისტრაცია წარუდგენს მას პარტნიორი ბანკის მიერ განსაზღვრულ შესაბამისი ინვოისის ფორმას. სწავლის ღირებულების გადასახდელად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ეს ფორმა შესაბამისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და დაელოდოს ბანკის პასუხს განვადების მიღების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ განვადების პროგრამა ხორციელდება პარტნიორი ბანკის საშუალებით, განვადების კრიტერიუმებს, საპროცენტო განაკვეთს და სხვა პირობებს თავად ბანკი განსაზღვრავს. აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს 3-თვიდან 2 წლამდე ვადით თანხის განვადების პერიოდი. პროცედურა საკმაოდ მარტივია და გრძელდება არაუმეტეს 15 წუთისა.
გარკვეულ კურსებზე მოქმედებს ფასდაკლება იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მანამდე გავლილი აქვს აკადემიის რომელიმე კურსი.
სტუდენტები, რომლებიც აკადემიაში სწავლის პერიოდში მიიღებენ უმაღლეს შეფასებას აკადემიური პოლიტიკით განსაზღვრულ ყველა პარამეტრში, შემდგომი კარიერული წინსვლისათვის მიიღებენ რეკომენდაციას. აკადემია აქტიურად მუშაობს CASE-ელების კარიერულ ხელშეწყობაზე და ამისათვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამაც.
აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამაზე მოქმედებს ინდივიდუალური საგამოცდო პროცედურები, რომლის შესახებაც სტუდენტებს წინასწარ არ ეცნობებათ. აკადემიის სპეციალური სასწავლო მეთოდოლოგიის მიხედვით თითოეული საგამოცდო პროცედურა სტუდენტებისგან დამოუკიდებლად იგეგმება. თუმცა ტესტირებისა და სხვა საგამოცდო პროცედურების გარდა, როგორიც შეიძლება იყოს კვლევითი პროექტების მომზადება, სტუდენტების შეფასებას ასევე განსაზღვრვავს აქტივობა, დასწრება და ინსტრუქტორების მიერ მათი პირადი შეფასება.
გამოცდებისა და შეფასების სხვა პროცედურების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი სახის სერთიფიკატი: სერთიფიკატი- "მოისმინა" და "გოლდ" სერტიფიკატი - "გოლდ" სერთიფიკატი ავტომატურად გულისხმობს რეკომენდაციას.
საქართველოს მასშტაბით აკადემიის სასწავლო პროგრამები მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი, თუმცა მოკლევადიანი ტრენინგები, საჯარო ლექციები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ასეთი ღონისძიებებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება შესაბამის გევრდზე.
სასურველ კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა მოითხოვოთ უპროცენტო საბანკო განვადების ინვოისი. მიღებული ფაილი ამობეჭდილი სახით უნდა წარადგინოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ ბანკი თავად განსაზღვრვავს განვადების დამტკიცების საკითხს. განვადება უპროცენტოა, შესაბამისად თქვენ არ იხდით საკომისიო ან რაიმე სხვა სახის გადასახადს თუ სრულად დაგმიტკიცდათ განვადება. განვადების დოკუმენტი არ მოითხოვს ბეჭედს ან ხელმოწერას აკადემიის მხრიდან და გაიცემა ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ დაგიმტკიცდათ განვადება, თქვენ ასევე შეგიძლიათ განვადება გააკეთებინოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს თუმცა იმ აუცილებელი პირობით, რომ გადახდის დანიშნულებაში ფილიალის ოპერატორს უნდა მიათითებინოთ თქვენი სახელი და პირადი ნომერი. გადახდის დანიშნულება უნდა გამოიყურებოდეს ასე: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კურსის დასახელება.

ვერ მოიძიეთ სასურველი პასუხი? მოგვწერეთ