კიბერ უსაფრთხოების საბაზო კურსი CSA

5stars

აპლიკაციები მიიღება 25 მარტამდე

750ლარი

მოქმედებს უპროცენტო საბანკო განვადება

საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს მიერ IT განათლების საუკეთესო პროვაიდერად აღიარებული უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია CASE წარმოგიდგენთ სპეციალურ კიბერ უსაფრთხოების საბაზო კურსს SD5 CSA Cyber Security Awareness, რომლის მონაწილეებსაც ეძლევათ უნიკალური საშუალება, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან. შეძლონ ინფორმაციის დაცვა ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ დონეზე, დაეუფლონ კიბერ თავდაცვის პრაქტიკულ საშუალებებს. გაეცნონ ტექნიკურ, ადმინისტრაციულ, სადაზვერვო, თავდაცვით და სამართლებრივ ასპექტებს. აღნიშნული კურსის ფარგლებში აკადემია უკვე არაერთი წელია ამზადებს კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებს სამართალდამცავი უწყებებიდან, საბანკო სექტორიდან, მსხვილი კორპორაციებიდან. ჩვენი სტუდენტები არიან IT სპეციალისტები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ჟურნალისტები და ყველა, ვისთვისაც ინფორმაციის მოპოვება ან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ტრენინგის მოდულები

ქვემოთ მოცემულია ტრენინგის საკითხები მოდულების მიხედვით. საკითხების სანახავად დაკლიკეთ შესაბამის მოდულს.

- შესავალი კიბერ უსაფრთხოებასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაში
- კიბერ ომები, კიბერ ტერორიზმი, კიბერ შპიონაჟი, კიბერ კრიმინალი
- ჯაშუშური პროგრამები, ტროიანები და ვირუსები
- ჰაკერები და კრიმინალური დაჯგუფებები
- სამართლებრივი ასპექტები
- პირადი საბანკო აქტივების დაცვა
- პერსონალური კომპიუტერის და ინფორმაციული აქტივების დაცვა
- ვირტუალური მანქანების გამართვა (ტესტირებისათვის, სასწავლოდ და დაცული სამუშაო გარემოს მოსაწყობად)
- მონაცემთა რეზერვაცია, აღდგენა და დაკარგვისგან პრევენცია
- პროგრამირების საფუძვლები Windows-პლატფორმაზე
- ვებ-პროგრამირების საფუძვლები
- სოციალური მედია პროფილისა და ელექტრონული მიმოწერის უსაფრთხოება
- დაშიფრული ინტერნეტ კომუნიკაციის გამართვა
- უკაბელო ქსელების უსაფრთხოება
- სმარტფონებისა და მობილური კომუნიკაციის უსაფრთხოება
- სოციალური ინჟინერია
- ინფორმაციის დაცვა მოგზაურობის დროს
- ფიზიკური უსაფრთხოების ჩექლისტი და აქტივების დაცვა
- გარე მოწყობილობების სხვადასხვა საფრთხისაგან დაცვის უზრუნველყოფა
- ღია წყაროების ანალიზი OSINT
- ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკა ინფორმაციის მოძიებაზე

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • რეგისტრაციის ვადა: 25 მარტი
  • ტრენინგი დაიწყება 3 აპრილს
  • კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (48 საათი)

ლექციების განრიგი და ფორმატი

  • სალექციო დღეები: სამშ. ხუთშ. შაბ.
  • ლექციების ჩატარების დრო: 16:00-18:10
  • ლექციები ტარდება OpenLaptop რეჟიმში

სწავლის საფასური და გადახდის პირობები

  • კურსის საფასური: 750 ლარი
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო საბანკო განვადებით
  • ხელშეკრულება და ინსტრუქცია გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ
კურსი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ერთნაირად პროდუქტიული იყოს როგორც გამოცდილებისა და ტექნიკური ცოდნის არმქონე პირებისათვის, ისე პროფესიონალებისთვის. კურსის ამ საფეხურზე არ მოქმედებს კონკრეტული მოთხოვნები ტექნიკურ საკითხებში. კურსი მიმდინარეობს Open Laptop რეჟიმში და შესაბამისად გარკვეულ ლექციებზე თან უნდა იქონიოთ ლეპტოპი. სამუშაო პროგრამები კი ადგილზე გადმოგეცემათ.
  • დაშვება 48 საათიან საკლასო თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგზე აკადემიაში
  • საკითხავი მასალები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა
  • ფასეული კონტაქტები CASE-ის კურსანტების სახით და კონსულტაციები CASE-ის ინსტრუქტორებთან
  • GoldenSeal სერთიფიკატი და რეკომენდაცია (კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში)
  • სიღრმისეული ცოდნა და პროფესიული უნარები
  • ფასეული გამოცდილება და კარიერული პერსპექტივები
ლაშა პატარაია
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია
აკადემიის დირექტორი, კიბერ უსაფრთხოების ინსტრუქტორი

გიორგი გაბიძაშვილი
თავდაცვის სამინისტრო
კიბერ უსაფრთხოების ბიუროს ICT დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ დავიდოვი
იუსტიციის სამინისტრო
საკონონმდებლო მაცნეს ICT კონსულტანტი