კორპორაციული უსაფრთხოების ტრენინგები

აღიარებული სერთიფიკაცია. კანონმებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ტრენინგები. გამოცდილი და სერთიფიცირებული ინსტრუქტორები.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიას აქვს შვიდ წლიანი წარმატებული გამოცდილება უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულების კორპორაციულ ტრენინგებზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
აკადემიის ბაზაზე მოქმედებს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭო, რომლის ექსპერტებმაც შეიმუშავეს ასზე მეტი ტრენინგ პაკეტი უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით.
ქვემოთ მოცემულია კორპორაციული უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ძირითადი ტრენინგები. თუმცა, ტრენინგების სრულად გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ შემკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნის გაცნობის შემდეგ, რადგან თითოეული შეკვეთისთვის მუშავდება ინდივიდუალური კონფიგურაცია.

• ინფორმაციული უსაფრთხოება
• კიბერ უსაფრთხოება
• რისკების შეფასება და მიტიგაცია
• პირადი დაცვა და ფიზიკური უსაფრთხოება
• საბაზო ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოებაში
• სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველის ტრენინგი
• სასტუმროების უსაფრთხოება
• ამწეებისა და სპეც. ტექნიკის უსაფრთხო ექპლოატაციის კურსი
• ელექტრო ენერგიასთან მუშაობის უსაფრთხოება
• სტრესების მართვა
• ბუნებრივი კატასტროფების დროს მოქმედება
• შრომის უსაფრთხოების ადგილობრივი სამართლებრივი რეგულაციები

კურსის წარმატებით გავლისა და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების შემდგომ მონაწილეები იღებენ უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს "Golden Seal" სტანდარტის სერთიფიკატს. ორგანიზაციებს ასევე ეწევათ შემდგომი მხარდაჭერა საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით. მათი საჭიროებების გაცნობის შემდეგ, კი ავტომატურად ეძლევათ პერიოდული შეთავაზებები ახალი სტანდარტების, პრაქტიკებისა და გადაწყვეტილებების დანერგვაზე. თითოეული ორგანიზაცია აღირიცხება თანამშრომელთა სერთიფიცირების მიხედვით და კონტროლდება მათი სერთიფიკაციის ვალიდურობა. ამგვარი მოდელი, კლიენტი ორგანიზაციების თანაშრომლებს მუდმივი პროფესიული ზრდის საშუალებას აძლევს. ხოლო CASE-ის ტრენინგ-პროგრამები უზრუნველყოფს ორგანიზაციების სათანადო უსაფრთხოებასა და მათი ფასეული აქტივების სათანადო დაცულობას.