CASE-ელები CASE-ის შესახებ

5000-ზე მეტი სერთიფიცირებული სტუდენტი CASE-ის შემდეგ წარმატებით აგრძელებს კარიერას სახელმწიფო და კერძო სექტორში

კარიერა CASE-ში

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია უკვე 5 წელია ამზადებს პროფესიონალებს უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროში. მათ შორის სამხედროებს, სამართალდამცავებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს, ლიდერი საერთაოშირო და ადგილობრივი კომპანიების თანამშრომლებსა და სტუდენტებს. აკადემია ითვლის ასობით სერთიფიცირებულ სპეციალისტს, რომელთა სრული უმრავლესობა წარმატებით არის დასაქმებული როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორში უსაფრთხოების სხვადასხვა პოზიციებზე. აკადემიის უმთავრესი ამოცანაა უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარება და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც პროფესიული განათლების ხარისხს, ისე თითოეული სტუდენტის კარიერულ წინსვლას.
აკადემიაში თითოეული მონაწილე ნებისმიერ სასწავლო პროგრამაზე მოხვედრის დღიდან ხარისხიან განათლებასთან ერთად კარიერული წინსვლის კონკრეტულ პერსპექტივებს იძენს. - კვალიფიკაციის მიღება ყველაზე მოთხოვნად სფეროებში - ფასეული პროფესიული და პირადი კავშირები - ინსტრუქტორების ინდივიდუალური რჩევები კარიერის დასაგეგმად - პრესტიჟული სერთიფიკატი, რომელსაც აღიარებენ აკადემიის საერთაშორისო პარტნიორები - წარჩინებულ კურსანტებს ეძლევათ აკადემიის სარეკომენდაციო წერილი - აკადემია ინახავს კურსანტების მონაცემებს და მათი თანხმობის გასცემს პერსპექტიულ დამსაქმებლებზე - მუდმივად განახლებადი ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვაკანსიებზე - აკადემიის ინტერნეტ რესურსები კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი უნარების დასახვეწად