უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატების, კომპანიებისა და სტუდენტების მომზადების 7 წლიანი გამოცდილება

2010
7 წლიანი გამოცდილება
32
სერთიფიცირებული ინსტრუქტორი
50000
პროფესიონალი ქსელში
82
ექსკლუზიური კურსი

აკადემიის შესახებ

სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატების, მსხვილი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილების უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (CASE) თავისი სპეციფიკით ერთადერთი კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა სრულიად კავკასიის მასშტაბით. CASE-ის სტუდენტები არიან IT სპეციალისტები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ჟურნალისტები. სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ინტერესის ადამიანები.
ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე დგას, აკადემიის გარშემო შეიკრიბა გამოცდილ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, უსაფრთხოების სხვადასხვა სპეციალური სამსახურების თანამშრომლები, ანალიტიკოსები, ინსტრუქტორები, სამხედრო ექსპერტები და სხვა სფეროს წარმომადგენლები კერძო და სახელმწიფო სექტორიდან. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია ახორციელებს სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც კავკასიის მასშტაბით სხვაგან არსად არის ხელმისაწვდომი, ატარებს რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებს, ნერგავს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს, ეწევა ყოველდღურ ანალიტიკურ საქმიანობას და ეხმარება სფეროს სპეციალისტებს გამოცდილების გაცვლასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში. აკადემია აერთიანებს სადაზვერვო, ანტი-ტერორისტულ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ საკითხებს, რათა შეავსოს გამოტოვებული ადგილები გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების გარემოში და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების, როგორც პროფესიის განვითარებას.

საქმიანობა და პორტფოლიო

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (CASE) ძირითად საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობადობის ასამაღლებლად და უსაფრთხოების, როგორც პროფესიის განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ გლობალური უსაფრთხოების გარემოს აქტუალური პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტა სწორედ კვალიფიციურ საკადრო რესურსში და ინფორმირებულ საზოგადოებაშია.
აკადემია აღიარებულია კიბერ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ასევე მიღებული აქვს ჯილდო საქართველოს ავტორიტეტული სახელმწიფო ორგანოების მიერ როგორც IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი. ჩვენს პორტფოლიოში შედის არაერთი პუბლიკაცია უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის საქართველოში პირველი სახელმძღვანელო კიბერ უსაფრთხოების შესახებ. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სერვისებით სარგებლობენ უმსხვილესი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც უსაფრთხოების საკითხებში გზამკვლევად CASE-ი აირჩიეს. მათ შორის არიან: მეკობრეობასთან ბრძოლის საკითხებში Microsoft; კორპორაციულ ტრენინგებში British Petroleum-ის კონტრაქტორი კომპანიები; კვლევით პროექტებში Publicis Dialog; სახანძრო უსაფრთხოებაში მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიცაა მთაწმინდის პარკი და ა.შ.

კლიენტები და პარტნიორები

ასეულობით სერთიფიცირებული სტუდენტი, მსხვილი კორპორაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები