საზაფხულო სკოლა დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში 2021

ინტენსიური ექსპრეს-მომზადების პროგრამა

GOLDEN SEAL სერტიფიკატის პროგრამა

 ღირებულება: 1950₾

 ხანგრძლივობა: 1 კვირა (ინტენსიური 60 საათი)

 დაწყება: 25 ივლ 2021

 ყოველ დღე | 10:00 - 21:00 (შესვენებით)

 ქალაქ გარეთ (კონფიდენციალური)

რეგისტრაცია

რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციამდე: რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს აპლიკაციას ყურადღებით შეისწავლიან, რის შემდეგაც გაივლით ინდივიდუალურ გასაუბრებას, ხოლო გასაუბრების წარმატებით გავლისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ რამოდენიმე დღეში თქვენ გადაგიყვანენ წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე ქალაქ-გარეთ. კურსის განმავლობაში თქვენ გაივლით ინტენსიურ სწავლებას ყოველ დღე. თქვენი აკომოდაცია მოხდება ტრენინგ ლოკაციაზე, სადაც სწავლების დასრულებამდე დარჩებით.

კურსის შესახებ: სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების 11 წლიანი გამოცდილებით CASE წარმოგიდგენთ ინტენსიური მომზადების კურსს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში SSNS/2021. საზაფხულო სკოლა ყოველ წელს იმართება და ათასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს ითვლის. CASE-ი საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი კურსანტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. ყოველივე ეს კი საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად კურსანტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ღირებული კავშირები, ახალი მეგობრები და ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი კარიერა.

ტრენინგის მოდულები

  • დაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება
  • ანტიტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება
  • კიბერ უსაფრთხოება
  • სიცრუის თეორია, ტყუილის ამოცნობა და სხეულის ენა
  • პოლიგრაფით დაკითხვის სესიები
  • ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული ინსტრუქტაჟი
  • პროფესიული უნარ-ჩვევები
სრულად ნახვა

მოთხოვნები კურსზე მისაღებად!

სწავლებაზე მიიღებიან 21 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მოტივაცია, ანალიტიკური უნარები და რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციის შემდგომ გასაუბრებას.

ტრენინგის ლოკაცია:

კურსანტები მხოლოდ სწავლების პირველ დღეს შეიტყობენ სასწავლო ლოკაციას. ტრანსპორტირებას და აკომოდაციას უზრუნველყოფს აკადემია.

კურსის ინსტრუქტორები

სერტიფიცირება

CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.

რეგისტრაცია ვრცლად

CASE-ის შესახებ

CASE-ელები

წარმატების ისტორია

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!