ვლადიმერ ლევინი - ცნობილი ჰაკერები

ავტორი:
კატეგორია:

ვლადიმერ ლევინი ეროვნებით რუსი კომპიუტერული ექსპერტია, რომელმაც CitiBank-ის კომპიუტერული ქსელი გატეხა და მილიონობით აშშ დოლარი მოიპარა. თავდაპირველად ვლადიმერი ცნობილი იყო როგორც მათემატიკოსი, რომელსაც ხარისხი გააჩნდა ბიოქიმიაში და მოღვაწეობდა სანკ პეტერბურგის სახელმწიფო ინსტიტუტში. 1994 წელს მან ჰაკერული გზით შეაღწია სითიბანკის უმსხვილეს საბანკო ანგარიშებში და მათგან გადარიცხა თანხები თავის თანამზრახველების ანგარიშებზე ფინეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, აშშ-სა და ისრაელში. მათგან სამი თანამზრახველი დაკავებულ იქნა თელავივში, როტერდამსა და სან ფრანცისკოში. დაკითხვისას მიცემული ჩვენების მიხედვით ვლადიმერი მუშაობდა კომპიუტერულ პროგრამისტად სანკ პეტერბურგის ერთ-ერთ კომპიუტერულ კომპანიაში – AO Saturn. 1995 წლის მარტში იგი შემჩნეულ იქნა ლონდონის აერპორტში, სადაც დიდი ბრიტანეთის ინტერპოლმა დააკავა კიდეც, რის შემდეგაც ადვოკატები ეწინააღმდეგებოდნენ აშშში მის ექსტრადიციას. მიუხედავად ამისა ლორდთა პალატის მიერ უარყოფილი იქნა მათი აპელაცია. საბოლოოდ იგი მაინც აშშ-ში მოხვდა, სადაც კიდევ დიდ ხანს იძიებდნენ საქმის დანარჩენ დეტალებს. მან ციხეში 3 წელი დაყო. თავისუფლების აღკვეთის გარდა, მას 240 015 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. სითიბანკს კი ამ ინცინდენტის შემდეგ მთელი რიგი რეორგანიზაციების გატარება დაჭირდა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება სტერეოტიპი, რომ გაცილებით ადვილია ადამიანები გააკვირვო და თავი დაამახსოვრო დანაშაულით, ვიდრე საპირისპიროთი. სწორედ ეს ხდება გადამწყვეტი ფაქტორი ინფორმაციული ტექნოლოგიების უამრავი სპეციალისტისთვისაც გახდეს ჰაკერი.

ლაშა პატარაია

კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის:

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!