სპამი, ანუ საშიში წერილები თქვენს საფოსტო ყუთში

ავტორი:
კატეგორია:

კომპანია მაიკროსოფტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გლობალურ ქსელში ბრუნვადი ელექტორნული ფოსტის 97% სწორედ სპამია. სხვადასხვა ვირუსებით დაინფიცირებულ კომპიუტერთა უმრავლესობაში სწორედ სპამით ხდება ინექცია. მისივე საშუალებით ვრცელდება არალეგალური ინტერნეტ კონტენტი. ინტერნეტ მარკეტინგი, სარეკლამო მომსახურება და PR სერვისი, ეს ყველაფერი ხშირად შელამაზებული სიტყვებია, რომლის უკან რეკლამის და კიბერ კრიმინალის ეფექტური საშუალება, სპამი იმალება. ამ უკანასკნელმა ქართულ ინტერნეტ სივრცეში იოლად დაიმკვიდრა თავი. მას ძირითადად პატარა ან საშუალო მოცულობის კომპანიები იყენებენ. საკმაოდ ეფექტური და ამასთანავე იაფფასიანი რეკლამა ვრცელდება მასიურად დაგზავნილი ელექტრონული საფოსტო წერილების სახით და დიდ დისკომფორტს უქმნის ინტერნეტის მომხარებლებს. სწორად ამიტომ, რიგ ქვეყნებში იგი უკანონოდ ითვლება. მიუხედავად მისი ეფექტურობისა, როგორც პროდუქტის რეკლამირებისა და ზოგადად სასურველი სეგმენტის ინფორმირების საშუალება, იგი ცუდ გავლენას ახდენს ავტორის რეპუტაციაზე.  როდესაც სპამის მსხვერპლი ხდებით, ყოველ დღე ღებულობთ ათეულობით სარეკლამო წერილს და საფოსტო სერვისიც ვერ გიცავთ მისგან, როდესაც იაფფასიანი რეკლამით გაბეზრებენ თავს, თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ როგორმე დააღწიოთ თავი ამ საშინელებას, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ სპამისგან დაცვაზე პრეტენზიას ვერსად განაცხადებთ, რადგან უფასო ელექტრონული სერვისით სარგებლობთ. რა თქმა უნდა საუკეთესო გამოსავალი ფასიან ელექტრონულ ფოსტაზე გადასვლაა. თუმცა შეიძლება თქვენ ის უკვე გაქვთ, მაგრამ როგორც წესი ისინი გვხვდება კორპორაციულ ქსელში - ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სამსახურეობრივი ფოსტის სახით. ასეთ შემთხვევაში, სხვდასხვა კომპანიაში მომუშავე ადამიანებს, აქვთ პირადი ელექტრონული ფოსტა. ეს საქმიანი და პირადი ცხოვრების ერთგვარი დეფერენციაა. დაახლოებით ისე, როგორც სატელეფონო ნომრების შემთხვევაში: დღეს საქმიანი
ადამიანების უმრავლსეობა ორ ან მეტ ტელეფონს ატარებს სხვადასხვა ნომრით, ან უკეთეს შემთხვევაში დუალ ბარათიანი მობილური ტელეფონით სარგებლობს. მათგან ერთი სამსახურისთვის, ხოლო მეორე ახლობლებისა და მეგობრებისათვის. დეფერნეცია ელექტრონული ფოსტის მისამართების შემთხვევაში სავსვებით ლოგ იკურ ია . როდესაც თქვე ნ გაქვთ სამსახურე ბრ ივ ი ფოსტა, სადაც რეგისტრირებული ხართ, როგორც კონკრეტული ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომლი, ცოტა უხერხულიც კი არის იმავე მისამართით დარეგისტრირდეთ რომელიმე გასართობ ვებ-რესურსზე ან სოციალურ ქსელში, რომელოც შეიძლება არ პასუხობდეს თქვენს საქმიან რეპუტაციას. წარმოიდგინეთ, თქვენი კომპანია მოყვა გაუგებრობაში, სადაც საჭირო გახდა თანამშრომლების მიმოწერის გადამოწმება. რათქმაუნდა თავს უხერხულად იგძრნობთ თუ თქვენს წერილებს შეისწავლიან. სწორედ ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავლად ისევ პირადი ელექტრონული ფოსტა
რჩება უფასო საფოსტო სერვისებზე. გამოდის რომ ასე თუ ისე თქვენ მაინც გაქვთ პირადი საფოსტო მისამართი და გსურთ, რომ მასში კომფორტულად იგრძნოთ თავი ან ასე თუ არა, სპამმა მაინც რომ არ შეგაწუხოთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია რაც შეიძლება ნაკლებ ვებ-რესურსზე დატოვოთ თქვენი ფოსტის მისამართი. ან იქონიოთ კიდევ ერთი ელექტრონული ფოსტა ისეთი ვებ-გვერდებისათვის, რომლებზედაც აუცილებელია მისი მითითება რეგისტრაციის დროს. სპამერების უმრავლესობა სწორედ ვებ-გვერდებიდან აგროვებენ საფოსტო მისამართების სიას. აღნიშნული მიმართულება საინტერესოა სადაზვერვო შეღწევადობის თვალსაზრისითაც. გარდა ოპერატიულ ტექნიკური სამუშაოებისა, სპამი ასევე გამოიყენება ინფორმაციული პროპაგანდისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მასში სხვადასხვა ნეგატიური განწყობის ინექციისთვის. ამასთან ერთად, იგი ასევე გამოიყენება სადაზვერვო შესწავლის ორგანიზაციის პროცესშიც.

ლაშა პატარაია

კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის:

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!