Ransomware

კატეგორია:

 “Ransomware-ი” (გამოსასყიდის მიზნით ფაილების დამბლოკველი მავნე კოდი) ასევა არ არის ახალი საფრთხე კიბერსივრცეში. ვინაიდან რანსომვეარი ითვლება ყველაზე სწრაფ და იაფ საშუალებად კიბერ-კრიმინალებისთვის მიიღონ თანხა ის 2020 წელსაც არ დაკარგავს აქტუალურობას კიბერუსაფრთხოებისთვის. “Ransomware-ის” სამიზნე შეიძლება იყოს, როგორც კერძო სექორი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებიც.

მაგალითად, 2020 წლის 23 იანვარს საინფორმაციო სააგენტოს “Tampa Bay Times-ის” ინფრასტრუქტურა მავნე კოდ “Ryuk-ის” ნაერსახეობამ მწყობრიდან გამოიყვანა. სააგენტოს ბეჯდვითი და საგამომცემლო სისტემები დროებით დაიბლოკა. არ სახელდება გამოსასყიდის ოდენობა, თუმცა მსგავსი თავდასხმის დროს საშუალო მოთხოვნილი თანხა 780,000 დოლარს შეადგენს. 

ასევე 2020 წლის 6 მარტს აშშ-ს ჩრდილო კაროლონის შტატის ქალაქ დურჰამში ადგილობრივი მთავრობის სისტემაში იმავე “Ryuk-ის” შეღწევის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 80 სერვერი და 1000-მდე კომპიუტერი.

წყარო: www.arcticwolf.com

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!