CASE-მა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

In:
Created:
17 Nov 2020

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა. გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიის პრიორიტეტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში კიბერ უსაფრთხოება წარმოადგენს, დაჯილდოებული წარმომადგენლები შერჩეულ იქნენ სწორედ კიბერ უსაფრთხოების თემაზე მომზადებული და გაშუქებული სიუჟეტების მიხედვით.
აკადემიის სპეციალური სერთიფიკატი კიბერ უსაფრთხოების აქტუალიზაციის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ:
ტელეკომპანია GDS-ის, გადაცემა 2030-ის ჟურნალისტს ლიკა ალელიშვილს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტს ლაშა მესხს
ტელეკომპანია მაესტროს ახალი ამბების ჟურნალისტს მირიან გორგოძეს
გარდა სერთიფიკატისა და სიმბოლური საჩუქრებისა აკადემიამ მედიასთან მიმართებაში კიდევ ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ღონისძიებაზე უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორმა, ლაშა პატარაიამ დაანონსა სპეციალური უსაფრთხოების ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები სრულიად უფასოდ გაივლიან უსაფრთხოების ექსპრეს ტრენინგებს.

“მედია საკუთარი როლით ეროვნული უსაფრთხოების საქმეში შეუცვლელია. მედიასთან სათანადო პარტნიორობის გარეშე წარმოუდგენელია ამ საკითხებზე მუშაობა, რადგან სწორედ იგი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი სწორედ ერთ-ერთი უმნიშნელოვანი მიმართულებით, კიბერ უსაფრთხოების სფეროში საკითხების გაშუქებას დაეთმო, რადგან დღეს სწორედ ეს ახალი დომეინი წარმოადგენს მნიშნელოვან საფრთხეს, რომელიც არც ისე კარგად არის შესწავლილი ჩვენს რეგიონში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მედიას უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისათვის!”

ლაშა პატარაია
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი

CASE-ის ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი და მედიის ყველა წარმომადგენელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სპეციალური ტრენგიგსთვის დაწესებულ სელექციის პროცესში. შერჩეული კანდიდატები კი გაივლიან ტრენინგებს როგოც პირადი ინფორმაციის დაცვის, ისე ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე არსებული რისკების შემცირებისა და გასაშუქებელ სიუჟეტებთან დაკავშრებული უსაფრთხოების საკითხების ანალიზში.

Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!