კიბერ კრიმინალი - ლეგალური და სადაზვერვო ასპექტები

გადმოწერა:

კიბერ უსაფრთხოების სახელმძღვანელო კიბერ უსაფრთხოება საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი სფერო ხდება. საფრთხეები ამ ახალ დომენში ყოველდღიურად მატულობს, თუმცა ქვეყანა კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტს განიცდის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. უკვე არაერთი წელია აკადემია სპეციალური სასწავლო პროგრამებით ამზადებს უსაფრთხოების პროფესიონალებს, მუშაობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და დღეს ამ ახალი სფეროს შესახებ გაცილებით მეტი ვიცით ვიდრე ოდესმე. ამის მიუხედავად, აკადემიაში ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებსაც კიბერ უსაფრთხოების სფეროში სახელმძღვანელოს შეძენა სურთ. 2012 წელს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ გამოსცა საქართველოში პირველი სახელმძღვანელო კიბერ უსაფრთხოების სფეროში: კიბერ კრიმინალი - ლეგალური და სადაზვერვო ასპექტები. ავტორი: ლაშა პატარაია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 2014 წლიდან აღარ არის გაყიდვაში და მხოლოდ აკადემიის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი სხვადასხვა ტრენინგებზე, დღემდე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, აკადემიამ გადაწყვიტა სრულიად უფასოდ გაევრცელებინა ეს წიგნი ყველასთვის, ვისაც ამ სფეროში დამკვიდრება სურს. ჩვენი მისია უსაფრთხოების, როგორც პროფესიის განვითარებაა და სწორედ ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა მეტად გავაცნოთ დაინტერესებულ პირებს უსაფრთხოების უახლესი მიმართულებები, როგორც კერძო კორპორაციული, ისე ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!